სუს-მა საჯარო მოხელეებსა და კერძო კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად, პასუხისგებაში ყალბი დასკვნის გაცემის ფაქტზე, ექსპერტებიც მისცა

​სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 4 საჯარო მოხელესა და კერძო კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად, პასუხისგებაში მისცა, ექსპერტიზის ყალბი დასკვნის გაცემის ფაქტზე, შპს ,,არდას“ ექსპერტებიც. როგორც „კვირას“ სუს-იდან აცნობეს, შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, ექსპერტიზის ყალბი დასკვნის გაცემის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს შპს ,,არდას“ ექსპერტები – ზაზა ენდელაძე და ბადრი მიქაძე. ექსპერტიზის აღნიშნული ყალბი დასკვნა გახდა საფუძველი იმისა, რომ ზემოხსენებული კომპანიები თაღლითურად დაუფლებოდნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობაში დახმარების და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე, დააკავეს: თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილე მამული მამულაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი მალხაზ მათურელი, ამავე მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში ბადრი ჯიმშიტაშვილი და ნაქალაქარის ადმინისტრაციულ ერთეულში – ლია დორეული, შპს-ს, ,,ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოში“ დირექტორი მალხაზ ლომსაძე და შპს ,,რაზას“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ჩიტიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები