“ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკაშირებით, კვლავ პლებისციტის ჩატარების ინიციატივით გამოდის

“ევროპული საქართველო“საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პლებისციტის ჩატარების ინიციატივით გამოდის. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, ჩატარებულმა კონსულტაციებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, არ არსებობს კონსენსუსი. ბაქრაძის თქმით, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რა ტიპის კონსტიტუცია სურს.
„იმ ფონზე, რომ პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის არანაირი რესურსი არ დარჩა და პოლიტიკურ ჩიხში ვართ შესული, ხალხს უნდა დავეკითხოთ, როგორი ტიპის კონსტიტუცია სურს. მოვუწოდებ ხელისუფლებას: შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი ”ევროპული საქართველოს” იდეის გაზიარებაა, რომ ჰკითხოთ პოზიცია ხალხს და ყველა დავემორჩილოთ ხალხის აზრს.
ჩვენ ვნახეთ ვენეციის კომისიის დასკვნა, სადაც ვენეციის კომისია ხაზგასმით და რამდენჯერმე აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის მიღების პროცესში, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პოლიტიკური კონსენსუსია იმაზე, თუ როგორი კონსტიტუცია გვექნება. დღეს შეიქმნა სიტუაცია, როდესაც სრული ანტიკონსენსუსი გვაქვს –
ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება“ წარმოდგენილი ცვლილებებით, ხოლო მეორე მხარეს – სხვა ოპოზიციური პარტიები, მთელი არასამთავრობო სექტორი, პრეზიდენტი, ომბუდსმენი. უფრო მეტიც, გუშინდელმა კონსულტაციებმა ღიად დაადასტურა, რომ თვით „ქართულ ოცნებაშიც“ კი არსებობს სერიოზული განსხვავებები. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ვერანაირად ვერ გახდება ქვეყანაში მომავალი პოლიტიკური სტაბილურობის საფუძველი. სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფს დოკუმენტი, რომელიც მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის ხმებით იქნება მიღებული,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ და 150 ათასი მოქალაქის ხელმოწერაც წარადგინა, რომლებიც მისი თქმით, პლებისციტის მომხრენი არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები