კონკურსი “თბილისი” – მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 8 სექტემბერს დასრულდება

ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსში “თბილისი” მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება გრძელდება. კონკურსი, რომელიც ერთდროულად ხელოვნებისა და ლიტერატურის რამდენიმე სფეროს მოიცავს, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით ხორციელდება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის შეტანა წლის საუკეთესო პროზაული, პოეტური, ფერწერული, ფოტოხელოვნებისა და არქიტექტურის, ასევე, წლის საუკეთესო სიმღერისა და ქანდაკების ნომინაციებზე შეეძლებათ. სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის კი წარმოდგენილია ნომინაცია “წლის საუკეთესო ესე”, რომელშიც თემატიკა ყოველწლიურად განსხვავებულია. წელს ესსეს თემებია: „ილიას საქართველო“, ასევე, ნიკოლოზ ბარათაშვილი და მისი შემოქმედება.  განსაკუთრებული ღირებულების მქონე ნაწარმოებს ჟიური სპეციალურ პრიზს გადასცემს.
ნამუშევრების მიღება 8 სექტემბრამდე გაგრძელდება, ხოლო გამარჯვებულების დაჯილდოება, რომლებსაც კონკურსის სიმბოლო – ხოხობი და ერთჯერადი ფულადი პრემია გადაეცემათ, “თბილისობის” ღონისძიების ფარგლებში მოხდება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, სავალდებულოა ნაწარმოების გამოგზავნა და ელექტრონული სააპლიკაციო საკონკურსო განაცხადის შევსება, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზეა განთავსებული.
ელექტრონული ფოსტის მისამართია: konkursitbilisi@tbsakrebulo.gov.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები