19 ივნისს კახეთის ოთხ რაიონში ძლიერი სეტყვასაშიში ატმოსფერული პროცესები განეიტრალდა.

19 ივნისს​, სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ ახმეტის, თელავის, ყვარლის და გურჯაანის რაიონებში 710 კმ2 საერთო ფართობის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები სრულად გაანეიტრალა, რისთვისაც 60-ზე მეტი რაკეტის გასროლა გახდა საჭირო.
“დელტას” ინფორმაციით, რეგიონში ღრუბლის მასებმა შემოსვლა სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებიდან დღის მეორე ნახევარში დაიწყო და ეტაპობრივად მოიცვა ახმეტის, თელავის, ყვარლის და გურჯაანის რაიონები. კრიტიკულ ეტაპზე, სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80%-ს მიაღწია, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 15 მმ იყო.
17:30 საათიდან 23:50 საათამდე ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა, რისთვისაც 60-ზე მეტი რაკეტა გაიხარჯა. დამუშავების შედეგად, აღნიშნულ რაიონებში ნალექის უდიდესი ნაწილი ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები