შს მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება
ამ წუთებში, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები შს მინისტრს ხვდებიან. როგორც უმრავლესობის დეპუტატმა, შოთა ხაბარელმა განაცხადა, შეხვედრაზე მინისტრი ანგარიშით წარდგა, რომლის შედეგედაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.
გიორგი მღებრიშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა 12:00 საათზე დაიწყო და მედიისთვის დახურულია. შეხვედრაზე, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის გამოძიებაც განიხილება.