აფეთქება აფხაზეთში – არიან დაშავებულები
ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ სოხუმში, ბაზრის მახლობლად, აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას “abkhazeti.info” ავრცელებს. აფეთქების ხმა ქალაქის სხვადასხვა რაიონში გაისმა.
აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიჭრა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, ორმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
დე ფაქტო სამართალდამცველები ჯერჯერობით ვერ აცხადებენ, თუ რამ გამოიწვია აფეთქება. ადგილზე მისულია სასწრაფო დახმარების მანქანები და სამაშველო სამსახურები.
რადიო „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ამჟამად ორი პირის დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს, რომლებიც აფეთქებასთან არიან დაკავშირებული.