„ერთ სახეობაზე მეტი“ – ქორეოგრაფიული დადგმა ინტერვიუებით, მითებითა და ლეგენდებით

20 და 21 ივნისს, თანამედროვე ცეკვის ფესტივალის ფარგლებში, კლუბში KHIDI ქორეოგრაფული დადგმა „ერთ სახეობაზე მეტი“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, დადგმის ძირითადი ღერძია სხეულის აღქმა, მისი გამოხატვის თავისუფლება და შეზღუდვები.
დადგმისთვის შერჩეული მოცეკვავეები და მუსიკოსები, კომპოზიტორთან ერთად, ქმნიან პერფორმანსს, სადაც სამუშაო პროცესი შთაგონებულია ინტერვიუებით, მითებითა და ლეგენდებით, ვიზუალური ხელოვნებისა და ყოველდღიური რეალობის ფრაგმენტებით.
„ერთ სახეობაზე მეტი“ ნაწილია პროექტისა – “სხეულის მისტერიები”, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის განმსაზღვრელი იდეოლოგიებისა და საზოგადოებრივი კონსტრუქციების ფონზე სხეულისა და მისი სექსუალობის გამოხატვას იკვლევს.
კონცეფციის, რეჟისურის და ქორეოგრაფიის ავტორია: ტაკაკო სუზუკი; კომპოზიტორი: მატიას მიულერი; მოცეკვავეები: გიორგი გულისაშვილი, ელენე ენუქიძე, ლაშა მძინარიშვილი;  მუსიკა: გიორგი ირემაშვილი (დოლი), გიორგი ზენაიშვილი (ჩონგური), მატიას მიულერი (ტრომბონი); კოსტიუმების მხატვარი: სიმონ მაჩაბელი; სცენოგრაფია: ტაკაკო სუზუკი; განათება: ვაჟა აფრასიძე, შოთა ხიჯაკაძე; შემოქმედებითი კონსულტანტი: ინნა მარგველაშვილი; კურატორი და ზოგადი კონცეფცია: სალომე ჯაში.

შექმნილია “ინდიგოს” მიერ გოეთეს ინსტიტუტის საერთაშორისო კოპროდუქციის ფონდთან თანამშრომლობით;
მხარდამჭერები: კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია და ქალთა ფონდი საქართველოში;
პარტნიორები: სამხრეთ კავკასიის თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების ფესტივალი თბილისში, KHIDI, ქართული ფილმი და BetterFly.
დადგმა ქართულ-გერმანული წლის (2017) პროგრამის ნაწილია და ის დეკემბერში ბერლინში იქნება წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები