საქართველომ პირველი ვერცხლის „კანის ლომი“ მიიღო

საქართველომ პირველი ვერცხლის „კანის ლომი“ მიიღო! ვერცხლის და ბრინჯაოს ლომები სარეკლამო სააგენტო “ვინდფორსმა” კამპანიისთვის: “მეექვსმილიონე ტურისტი საქართველოში” მოიპოვა. ამის შესახებ სარეკლამო კომპანია ავრცელებს ინფორმაციას.
ეს ქართული სარეკლამო კომპანიისთვის კანის ფესტივალზე მოპოვებული პირველი „ვერცხლის ლომია“.
“კანის ლომები” 24 ივნისამდე გაგრძელდება. Windfor’s-ი კიდევ ორ- ფილმისა და დიზაინის ნომინაციაზეა წარდგენილი.
საქართველოში შემოსული მეექვსიმილიონე ტურისტის დახვედრის ამსახველმა რეკლამამ 26 მაისს, კიევის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე, საქართველოს უმაღლესი ჯილდო მოუტანა.
2016 წელს საქართველოში ტურისტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და პირველად გადააჭარბა 6 მილიონ ადამიანს.
საქართველოში შემოსული 6 მილიონი ტურისტიდან ბოლო ჰოლანდიელი სტუმარი ჯასპერ ბლექი აღმოჩნდა, რომელსაც ჩამოსვლისთანავე განსაკუთრებული პატივით დახვდნენ. იგი აპრილში საქართველოში მეორედ ჩამოვიდა და ის ტელეკომპანია “იმედის” პროექტში “ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები