გიორგი კვირიკაშვილი: მონარქიას ბევრი დადებითი თუ უარყოფითი მხარე აქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, მადლობელია პატრიარქის, რადგან ძალიან ბევრს ფიქრობს ქვეყნის მომავალზე, თუმცა პრემიერის თქმით, ეს საკითხი არც დღეის და არც ხვალის საქმე არ არის.
“რა თქმა უნდა, ეს საკითხი, როგორც პატრიარქმაც ბრძანა, არ არის არც დღეის და არც ხვალის, ამ საკითხის გადაწყვეტას შესაძლოა, დასჭირდეს ათწლეული ან უფრო მეტი, ან ნაკლები – ამაზე დღეს მსჯელობა არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს განცხადება არის საკმაოდ საინტერესო და ვფიქრობთ, რომ ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით, ასეთი მსჯელობა რომ შედგეს, ეს იქნება ძალიან დადებითი.
ასეთი საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით, მხოლოდ და მხოლოდ და რა თქმა უნდა, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ გვმართებს“, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, მონარქიას ბევრი დადებითი თუ უარყოფითი მხარე აქვს.
„პირადად ჩემი აზრია, რომ ძალიან საინტერესოა ეს წინადადება, უამრავი დადებითი მხარე გააჩნია და ეს არ არის არანაირად დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესთან, რომელიც დღეს მიმდინარეობს. ეს მხოლოდ და მხოლოდ იყო არასწორი ინტერპრეტირება, როდესაც დღეს ჩვენ ამ მიმართულებით მოვისმინეთ კომენტარები“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები