გიგი უგულავამ დიდუბის მოსახლეობას პარტიის მერობის კანდიდატი – ელენე ხოშტარია წარუდგინა

“ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგი უგულავამ დიდუბის მოსახლეობას პარტიის მერობის კანდიდატი – ელენე ხოშტარია და თვითმმართველობის არჩევნებზე დიდუბის მაჟორიტარი კანდიდატი – გიორგი წასიძე წარუდგინა. ‘’ევროპული საქართველოს’’ მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ ქალაქის ცენტრიდან რკინიგზის გადატანის პროექტი წარმოადგინა.
„ეს არის ათიათასობით სამუშაო ადგილის შექმნა, სატრანსპორტო განტვირთვა, გარემოს პრობლემების მოგვარება, თანამედროვე ქალაქი – განახლების კონცეფციის პრეზენტაცია. ამ პროექტის განხორციელება თბილისში რამდენიმე პრობლემას აგვარებს: 1 – მშენებლობა და ავარიული სახლები – გამოთავისუფლდება 150 ჰექტარი ტერიტორია და გაჩნდება ქალაქის ახალი ცენტრი. 2 – ცენტრალური პარკი – ეკოლოგიური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია. 3 – საცობებისგან განტვირთვა – სარკინიგზო ლიანდაგის ნაცვლად, შესაძლებელია აეროპორტის გზატკეცილიდან მცხეთამდე დამაკავშირებელი გზის გაყვანა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
​რკინიგზის ხაზის გადატანის დადებით მხარეებზე საუბრობს გიგი უგულავაც.
„ის ტერიტორია, რომელიც გამოთავისუფლდება, იძლევა იმხელა რესურსს, რომ აქ მოეწყოს ცენტრალური პარკიც და დანარჩენი ტერიტორია განაშენიანდეს ისე და იყოს მიწის ის თავისუფალი რესურსი, რომელიც მშენებლებს აქეთ წამოიყვანს“, – აცხადებს გიგი უგულავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები