„აბრეშუმის თეატრი“ სპექტაკლით – „უკომენტაროდ“ გაიხსნება

„აბრეშუმის თეატრი“ 23 ივნისს, 20:00 საათზე, სპექტაკლით „უკომენტაროდ“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ თეატრიდან აცნობეს, სპექტაკლი „უკომენტაროდ” 24 და 25 ივნისსაც გაიმართება. “აბრეშუმის თეატრი” 2010 წელს, დიდი ქართველი რეჟისორის, რობერტ სტურუას მიერ დაარსდა “ფაბრიკას“ სახელწოდებით. თეატრის სცენაზე მხოლოდ რამდენიმე სპექტაკლი გაიმართა, რის შემდეგაც თეატრმა 2017 წლამდე შეწყვიტა ფუნქციონირება.
23 ივნისს თეატრი ხელახლა გაიხსნება, ნიკოლოზ საბაშვილისა და ანა სანაიას შემოქმედებითი ჯგუფის მიერ შექმნილი ახალი სპექტაკლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები