ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე მიმოსვლას გაამკაცრებს

ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე მიმოსვლას დროებით გაამკაცრებს. სააგენტო „ტასის“ ცნობით, გამკაცრებული რეჟიმი 10-დან 8 ივლისამდე იმოქმედებს.
ე.წ. უშიშროების კომიტეტში აცხადებენ, რომ ამ ზომების მიზანია „საზღვრის“ უკეთესი გაკონტროლება, ასევე მოსახლეობის, სატრანსპორტო საშუალებების და ტვირთების გადატანაზე მეტი კონტროლის დამყარება.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, რეჟიმის მოქმედების პერიოდში „საზღვრისპირა“ ზონის მოსახლეობას სახლიდან გასვლისას თან საბუთები უნდა ჰქონდეთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები