ე.წ. სამხრეთ ოსეთში აქციზური მარკების გარეშე თამბაქოს და ალკოჰოლის გაყიდვა აიკრძალება

ე.წ. სამხრეთ ოსეთში 1-ლი ივლისიდან აქციზის გარეშე ალკოჰოლური სასმელის და თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა აიკრძალება. ამის შესახებ სპეციალურ თათბირზე ე.წ. გენერალურმა პროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა განაცხადა.
ალკოჰოლურ სასმელზე დაწესებული ერთი აქციზური მარკის ფასი 25 რუბლი იქნება, ხოლო თამბაქოს აქციზური მარკის ფასი – 3,6 რუბლი.
„სამხრეთ ოსეთში 120 მეწარმეა რეგისტრირებული. აქედან აქციზური მარკები მხოლოდ 24-მა შეიძინა. საერთო ჯამში 15 ივნისისთვის 3 600-ზე მეტი აქციზური მარკ შეიძინეს“ – განაცხადა ე.წ.სამხრეთ ოსეთის „საგადასახადო სამსახურის“ უფროსმა ვლადიმერ კაჯიევმა.
აქციზური მარკების შემოღებას ოკუპირებულ რეგიონში უკმაყოფილება მოყვა. მეწარმეების უმეტესობა აქციზური ნიშნების შეძენაზე უარს აცხადებენ. დე ფაქტო საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლები რეგიონში რეიდებს გეგმავენ, რის შედეგადაც ე.წ. უაქციზო საქონლის ამოღება და მეწარმის დაჯარიმება მოხდება.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ რუსეთის ქალაქ პერმში მილიონი აქციზური მარკა დაბეჭდა. მეწარმეებს მათი შეძენა, დე ფაქტო საგადასახადო სამსახურში შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები