თამარ გაბროშვილის პოეტური კრებულის – „ქრიზთას” სომხურენოვანი თარგმანის წარდგენა გაიმართება

23 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში თამარ გაბროშვილის პოეტური კრებულის “ქრიზთას” სომხურენოვანი თარგმანის წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ თავად ავტორმა განუცხადა, კრებული სომხურ ენაზე ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობითა და დაფინანსებით გამოიცა.
შეხვედრაზე მოწვეული არიან სტუმრები სომხეთიდან: კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი, გამომცემლები, პოეტები და მთარგმნელები.
მათ მასპინძლობას გაუწევენ სომხეთის ელჩი საქართველოში, თბილისის მუნიციპალიტეტის საკურებულოს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, საქართველოს მწერალთა კავშირის, “რუსთაველის საზოგადოების” წარმომადგენლები, პოეზიისა და ხელოვნების თაყვანისმცემლები, ერთა შორის თანამეგობრობისა და კულტურული ურთიერთობების განმტკიცებით დაინტერესებული პირები.
შეხვედრა გაფორმდება მუსიკალურად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები