საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. „ბი ბი სის“ ინფორმაციით, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა.
არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება. დეპუტატებს 577 ერთმანდატიანი ოლქიდან ირჩევენ.
პირველ ტურში 50%-იანი ბარიერი პოლიტიკურმა ძალებმა მხოლოდ 4 ოლქში გადალახეს. დანარჩენ ოლქებში კი გამარჯვებულების ბედს მეორე ტური გადაწყვეტს.წინასწარი გამოკითხვებით, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მოძრაობას „წინ რესპუბლიკას“ მანდატების 80%-ს უწინასწარმეტყველებენ. თუ ასე მოხდა ეს 1958 წლის შემდეგ ყველაზე დიდი საპრეზიდენტო უმრავლესობა იქნება.
ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოებას 12 ათასი პოლიციელი იცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები