ილონ მასკის შეფასებით, მარსზე გასაფრენად ბილეთი 200 ათასი დოლარი უნდა ღირდეს

კორპორაცია SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის განცხადებით, მარსზე გასაფრენი ბილეთი 200 ათასი დოლარი უნდა ღირდეს, რაც აშშ-ში ბინის საშუალო ფასს უდრის. მასკს მიაჩნია, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში მომდევნო ასი წლის განმავლობაში „წითელ პლანეტაზე“ კოლონიის შექმნა გახდება შესაძლებელი. ამის შესახებ გამოცემა Express Newspapers-ი იუწყება. დღეს მარსზე ვერანაირად ვერ გაფრინდებით. ტრადიციული მეთოდების გამოყენების შემთხვევაში, ანუ „აპოლონის“ მსგავსი ხომალდით მგზავრობისას, ერთი ადამიანის მოგზაურობა მარსზე 10 მილიარდი დოლარი დაჯდება. ასეთ პირობებში მარსზე ცივილიზაციის შექმნა ვერ მოხდება. ამიტომ ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ მარსზე გასაფრენი ბილეთის ფასი დაახლოებით 200 ათასი დოლარი იყოს. ამ შემთხვევაში იქ შესაძლებელი იქნება კოლონიის შექმნა, რომელიც საკუთარ თავს თვითონ უზრუნველყოფს“, – განაცხადა მასკმა. ილონ მასკს მიაჩნია, რომ ფრენის გაიაფება ჰიბრიდული მრავალჯერადი კოსმოსური ხომალდის შექმნის შემთხვევაში მოხდება. თუ ერთ ჯერზე კოსმოსური ხომალდი მარსზე 40-100 ადამიანს ჩაიყვანს, 100 წლის შემდეგ მარსზე ცივილიზაცია შეიქმნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები