თურქეთში ოპოზიციური პარტიის დეპუტატს 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სტამბოლის სასამართლომ თურქეთში ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ დეპუტატს, ენის ბერბეროღლუს 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
სასამართლომ ენის ბერბეროღლუს სადაზვერვო ინფორმაციის გავრცელებაში დასდო ბრალი, რომლის თანახმადაც, თურქეთი სირიაში იარაღის მიწოდებას ახორციელებდა.
ბერბეროღლუს თანაპარტიელები აცხადებენ, რომ სასამართლოს აღნიშნული განაჩენი ოპოზიციის დაშინებას წარმოადგენს.
ბრალდების თანახმად, ენის ბერბეროღლუმ 2015 წელს ოპოზიციური გაზეთის, “Cumhuriet”-ის მთავარ რედაქტორს, ჯან დუნდარს ინფორმაცია გადასცა იმის შესახებ, რომ თითქოს, თურქეთის დაზვერვამ სირიაში მებრძოლ ისლამისტებს იარაღი მიაწოდა.
2015 წელს, აღნიშნული ინფორმაციის შემცველი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ოპოზიციური გაზეთის “Cumhuriet”-ის მთავარი რედაქტორი ჯან დუნდარი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები