ტყვარჩელს სასმელი წყალი არ მიეწოდება
ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ტყვარჩელს 12 ივნისიდან სასმელი წყალი არ მიეწოდება. წყლის მიწოდება მას შემდეგ შეწყდა, რაც წვიმების შედეგად ჩამოშლილმა მიწის მასამ მდინარე გადაკეტა. ამის შესახებ სააგენტო “სპუტნიკი” იუწყება.
ადგილობრივი “ხელისუფლების” ინფორმაციით, წყლის მიწოდება დღეს საღამოს აღდგება, თუმცა მისი დალევა არ შეიძლება. წყლის მიწოდება მომდევნო დღეებშიც შეწყდება, ვინაიდან აუცილებელია ცენტრალური მილის გაწმენდა.
ტყვარჩელის ადმინისტრაციის უფროსის, აიდა ჩაჩხალიას განცხადებით, ქალაქის წყალსადენს ფილტრები არ გააჩნია, რაც მდგომარეობას მნიშვნელოვნად ართულებს. ის აცხადებს, რომ ფილტრების დამონტაჟება მალე მოხდება.