თურქეთში ოპოზიციური პარტიის დეპუტატს 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სტამბოლის სასამართლომ თურქეთის ოპოზიციური, სახალხო-რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, პარლამენტის დეპუტატს ენის ბერბეროღლუს 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ ის სახელმწიფო ღალატში დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ბერბეროღლუს თანაპარტიელები სასამართლოს განაჩენს დაშინების მცდელობას უწოდებენ
„ჩვენი პარტიის დეპუტატის დაპატიმრება იმის ნიშანია, რომ ქვეყნის სასამართლო სისტემა აღმასრულებელი ხელისუფლების სრული კონტროლის ქვეშ არის“ – წერია სახალხო-რესპუბლიკური პარტიის განცხადებაში.
დეპუტატი დამნაშავედ ცნეს იმაში, რომ ერთ-ერთი გაზეთისთვის მასალები გადასცა, რომლებიც მთავრობის დისკრედიტაციას ახდენს. პროკურატურა ბერბეროღლუსთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვდა.
2015 წლის მაისში გაზეთმა „ჯუმჰურიეთმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელშიც ნაჩვენები იყო, თუ როგორ აღმოაჩინეს პოლიციელებმა მანქანებში იარაღი, რომელსაც სირიაში ისლამისტ „ბოევიკებს“ უგზავნიდნენ. ამ ინფორმაციის მიხედვით „ბოევიკებს“ იარაღს თურქეთის სპეცსამსახურები აწვდიდნენ.
2015 წლის მაისში გაზეთის მთავარი რედაქტორი ჯან დუნდარი და ჟურნალისტი ერდემ გული პოლიციამ დააკავა. მათ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები