პოლიციამ სასამართლოს შაქრო კალაშოვისთვის პატიმრობის ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიმართა

პოლიციამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რათა მან ცნობილ „კანონიერ ქურდს“, შაქრო კალაშოვს პატიმრობის ვადა გაუგრძელოს. ამის შესახებ “რია ნოვოსტის“ მოსკოვის ტვერის რაიონის სასამართლოს წარმომადგენელმა, ანასტასია დზიურკომ განუცხადა.
კალაშოვი რესტორან Elements-ის მეპატრონისგან 8 მილიონი რუბლის გამოძალვაშია ბრალდებული. საქმის წინასწარი გამოძიება დასრულებულია და ამჟამად ბრალდებულები მასალებს ეცნობიან.
2015 წლის დეკემბერში, რესტორან  Elements-თან, დაპირისპირებულ დაჯგუფებებს შორის ორმხრივი სროლა მოხდა, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა. კალაშოვი გასული წლის 13 ივლისს დააკავეს. გარდა ამისა, გამოძიებამ კალაშოვთან დაკავშირებული  პოლიციის და საგამოძიებო კომიტეტის მაღალჩინოსნებიც დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები