ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომას გიორგი მარგველაშვილის ნაცვლად, ანა დოლიძე დაესწრება
ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე დასასწრებად, პრეზიდენტის ნაცვლად, მისი საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე გაემგზავრება.
როგორც ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ განუცხადა, ის აპირებს, შეხვდეს ვენეციის კომისიის წევრებს და საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის პოზიცია გააცნოს.
„მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, მივემგზავრები ვენეციაში, პლენარულ სხდომაზე დასასწრებად, პრეზიდენტის პოზიციის წარმოსადგენად, ასევე, იმისათვის, რომ შევხვდე ვენეციის კომისიის წევრებს და გავაცნო მათ ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა ანა დოლიძემ.