კენიაში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა – დაღუპულია ორი ადამიანი

კენიის დედაქალაქ ნაირობიში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. მაშველებმა ნანგრევებში ორი ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
7-სართულიან სახლში სახლში მყოფი პირების უმეტესობამ მისი დატოვება ჩამონგრევამდე მოასწრო. ერთ-ერთი დაშავებული კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
წითელი ჯვრის ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ორი ბავშვის გადარჩენა შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები