რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამხედრო წვრთნები დაიწყეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულმა რუსეთის 58-ე არმიის ნაწილებმა სამხედრო წვრთნები დაიწყეს. ამის შესახებ სააგენტო „ტასს“ სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურის უფროსმა, ვადიმ ასტაფიევმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, სამხედროები ავიაციის თავდასხმის მოგერიებაში,  ასევე, მასობრივი განადგურების იარაღის და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების გამოყენების შემთხვევაში განსახორციელებელ მოქმედებებში ვარჯიშობენ.
წვრთნები 17 ივნისამდე გაგრძელდება. მასში 3 ათასი სამხედრო მოსამსახურე და 500 ერთეული სამხედრო ტექნიკა მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები