ოკუპირებულ ახალგორში აგვისტოს ომის შემდეგ მიტოვებული სახლები შესაძლოა, ძველ მფლობელებს ჩამოართვან
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც ოკუპირებულ ახალგორის რაიონში მიტოვებულ სახლებს აღრიცხავს და მათ „სამხრეთ ოსეთს“ გადასცემს. სახლების მეპატრონეებს შესაბამის შეტყობინებას გაუგზავნიან და თუ პასუხს არ მიიღებენ, საკითხს ე.წ. სასამართლო გადაწყვეტს.
„არ აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობს ეს ხალხი – თბილისში, გორში, ცხინვალში თუ ვლადიკავკაზში. თუ შეტყობინებაზე პასუხს არ მიიღებთ, ეს სახლები უნდა გადავცეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ბინის პრობლემები აქვთ. ჩვენ წლობით ვერ დაველოდებით აქედან წასულ ადამიანებს“, – განაცხადა ბიბილოვმა.
როგორც ბიბილოვმა აღნიშნა, რეგიონში მუდმივად მცხოვრები პირების პასპორტიზაცია უნდა მოხდეს და აღნიშნულმა პირებმა ეს საბუთი მოკლე დროში აუცილებლად უნდა მიიღონ.