ავღანეთში სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
ავღანეთის აღმოსავლეთით სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. შესაბამისი განცხადება პენტაგონის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
იმის შესახებ, თუ რა ვითარებაში დაიღუპნენ ამერიკელი სამხედროები, პენტაგონის განცხადებაში მითითებული არ არის, თუმცა, განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს
Associates Press იტყობინება, რომ ჯარისკაცებს თავს ავღანელი სამხედროები დაესხნენ. საპასუხო სროლის შედეგად, თავდამსხმელი მოკლეს. როგორც სააგენტო იტყობინება, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა მოძრაობა “თალიბანმა” აიღო.