აზერბაიჯანში 60 ბავშვი მოიწამლა

აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაითში 60 ბავშვი საკვებით მოიწამლა. ამის შესახებ სააგენტო  Report იუწყება.
რამდენიმე ბავშვი სამედიცინო დახმარების შემდეგ სახლში გაუშვეს, საავადმყოფოში ამ დროისთვის 40 ბავშვი რჩება.
მოწამლული ბავშვების ასაკი 2-დან 7 წლამდე მერყეობს. ამჟამად მოწამვლის მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები