პროკურატურა „Birja Mafia“-ს წევრების დაკავებასთან დაკავშირებულ გარემოებებს შეისწავლის 

​საქართველოს მთავრი პროკურატურა „Birja Mafia“-ს წევრების დაკავებასთან დაკავშირებულ გარემოებებს შეისწავლის. როგორც „კვირას“ საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, სამართალდამცველები მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გამოკითხავენ ბრალდებულებს, რის შემდეგაც საქმეზე მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფ “Birja Mafia”-ს წევრს, მიხეილ მგალობლიშვილს, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. როგორც მოსამართლემ განაცხადა, არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე და აქედან გამომდინარე, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მას პატიმრობა შეუფარდა.
თავად მიხეილ მგალობლიშვილი ბრალს არ აღიარებს. დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მიხეილ მგალობლიშვილის დაკავება ჯგუფის ვიდეოკლიპს და ამ კლიპში პოლიციელის გაშარჟებას უკავშირდება. მგალობლიშვილის გარდა, მისი ახლობლების ცნობით, ასევე 7 ივნისს დააკავეს ამავე ჯგუფის კიდევ ერთი წევრი გიორგი ქებურია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-2 და მე-3 განყოფილებების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ორი პირი – 1989 წელს დაბადებული მ.მ. და 1996 წელს დაბადებული გ.ქ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა მ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას, 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, ხოლო გ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას, 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები