ლონდონის ტერაქტის ახალი დეტალები – ტერორისტები სატვირთო ავტომობილის ქირაობას აპირებდნენ

დიდი ბრიტანეთის პოლიციის ინფორმაციით, ტერორისტები 3 ივნისის თავდასხმისთვის 7,5-ტონიანი სატვირთო ავტომობილის ქირაობას აპირებდნენ, მაგრამ ეს ვერ შეძლეს. ბოროტმოქმედებმა სატვირთო ავტომობილი იმის გამო ვერ იქირავეს, რომ აუცილებელი რეკვიზიტები ვერ წარმოადგინეს, რის გამოც მათ უფრო პატარა ზომის მიკროავტობუსის ქირაობა დასჭირდათ. ამის შესასხებ “ბი ბი სი” იუწყება.
ლონდონში 3 ივნისს მომხდარ ტერაქტს 8 ადამიანი ემსხვერპლა და ათობით დაშავდა. სამივე თავდამსხმელი ადგილზე მოსულმა პოლიციამ მოკლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები