ტრამპმა ყატარი ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა

აშშ-ის პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპმა ყატარის ხელისუფლება ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და მოუწოდა ქვეყანას, რომ ამას ბოლო მოუღოს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ყატარი ისტორიულად იყო ტერორიზმის სპონსორი. ჩვენ ვთხოვთ ყატარს და რეგიონის სხვა ქვეყნებს, რაც შეიძლება მალე შეწყვიტონ ტერორიზმის მხარდაჭერა“, – განაცხადა ტრამპმა რუმინეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკების შემდეგ.
ყატარის წინააღმდე გამოთქმული ბრალდებების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა სპარსეთის ყურის ქვეყნებს ყატარის ბლოკადის შემცირებისკენ მოუწოდა, ვინაიდან ეს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას  უშლის ხელს. ტილერსონმა ასევე აღნიშნა, რომ ყატარის ბოიკოტი ნეგატიურად მოქმედებს ვაჭრობაზე, საქმიან ურთიერთობებზე და ქვეყნის რიგით მოქალაქეებზე უარყოფითად აისახება. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ყატარის ხელისუფლებამ ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებაა აუცილებელი.
ცნობისთვის, აშშ ყატარში მდებარე ავიაბაზას „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლისთვის იყენებს. რამდენიმე დღის წინ, 9 არაბულმა ქვეყანამ, მათ შორის საუდის არაბეთმა, ყატარი ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და მასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები