ბრაზილიის სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტი კორუფციის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო

ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტი მიშელ ტემერი საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინასების საქმეზე უდანაშაულოდ ცნო. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
სასამართლოს შვიდი მოსამართლიდან ტემერის წინააღმდეგ საქმის შეწყვეტას მხარი ოთხმა დაუჭირა. სამი კი წინააღმდეგი იყო.
ტემერის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები 2014 წლის საარჩევნო კამპანიას ეხება, რომელშიც ის დილმა რუსეფთან ერთად მონაწილეობდა.
არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ტემერმა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა, ხოლო რუსეფისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების შემდეგ,  პრეზიდენტი გახდა.
სასამართლოს ტემერის და რუსეფის ბრალი რომ ეღიარებინა, არჩევნების შედეგები გაუქმდებოდა და ტემერი თანამდებობას დაკარგავდა.
ტემერი რამდენიმე კორუფციული გამოძიების ფიგურანტად კვლავ რჩება, თუმცა ოფიციალურად მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.  ბრაზილიაში უკვე რამდენიმე თვეა დემონსტრაციები მიმდინარეობს, რომელთა მონაწილეები ტემერის გადადგომას მოითხოვენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები