ოკუპირებულ აფხაზეთში „ისლამური სახელმწიფოს“ 5 წევრი დააკავეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურმა ტაჯიკეთის 5 მოქალაქე დააკავა, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არიან დაკავშირებული. ამის შესახებ „ლენტა.რუ“ იუწყება.
სპეცოპერაცია რუსეთის სამართალდამცველ ორგანოებთან ერთად ჩატარდა. დაკავებულები რუსეთში გადაიყვანეს. ბოლო დროს, რუსეთის ტერიტორიაზე რადიკალ ისლამისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცენტრალური აზიის რამდენიმე მკვიდრი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები