რუსმა მესაზღვრეებმა სოფელ ქერეს 2 მკვიდრი გაიტაცეს

რუსმა სამხედროებმა გორის რაიონის სოფელ ქერესთან ორი ადგილობრივი გაიტაცეს. ლევან ლაფაჩი და გურამ კოლოტაშვილი სოფელში სალოცავზე იყვნენ ასულები, რა დროსაც ისინი რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა დააკავა. დაკავებულები ოკუპირებული ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მათ ბრალად ე.წ. საზღვრის კვეთა ედებათ
დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დე ფაქტო მთავრობასთან ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით მიდმინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები