ბიბილოვმა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი დანიშნა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე იგორ ნანიევი დანიშნა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. ნანიევმა ამ პოსტზე ახსარ ლავოევი შეცვალა.
ბიბილოვმა ე.წ. მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებიც შეცვალა, რომლებიც წინა დე ფაქტო ლიდერის, ლეონიდ თიბილოვის მიერ იყვნენ დანიშნულები.