სოფელ ბურღულიდან გატაცებულ 4 პირს საოკუპაციო ძალები დღეს გამოუშვებენ
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურღულიდან გატაცებულებს დღის ბოლომდე გამოუშვებენ. ამის შესახებ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ოსური მხარის წარმომადგენელმა განაცხადა. დავით სანაკოევის თქმით, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, 4 მოქალაქეს ქართველ სამართალდამცველებს გადასცემენ.
რუსმა ოკუპანტებმა დუშეთის რაიონში, სოფელ გრემისხევში, ბურღულთან ახლოს, საქართველოს 4 მოქალაქე – ნუკრი თვაური, აკაკი პაპუკაშვილი, ზაურ გიგაური და ზურაბ გედევანიშვილი დღეს დააკავეს. ისინი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არიან დაკავებული. ბოლო 1 თვის განმავლობაში, ე.წ. მესაზღვრეებმა საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს 17 მოქალაქე დააკავეს.