ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პარლამენტს“ ახალი „სპიკერი“ ეყოლება
ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პარლამენტმა” ახალი “სპიკერი“ აირჩია. ამ თანამდებობაზე პიოტრ გასიევია არჩეული. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
გასიევს სხდომაზე დამსწრე 32 „დეპუტატს“ შორის 21-მა მისცა ხმა. ამ თანამდებობაზე ასარჩევად მას 18 ხმა სჭირდებოდა.
ე.წ. პარლამენტის წინა სპიკერი ანატოლი ბიბილოვი იყო, რომელმაც აპრილში გამართულ „საპრეზიდენტო“ არჩევნებში გაიმარჯვა.