რუსმა ოკუპანტებმა სოფელ გრემისხევიდან საქართველოს 4 მოქალაქე გაიტაცეს
რუსმა ოკუპანტებმა დუშეთის რაიონში, სოფელ გრემისხევში, ბურღულთან ახლოს, საქართველოს 4 მოქალაქე – ნუკრი თვაური, აკაკი პაპუკაშვილი, ზაურ გიგაური და ზურაბ გედევანიშვილი დააკავეს. როგორც “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს ისინი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არიან დაკავებული. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სდადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია “ცხელი ხაზი” მათ გასათავისუფლებად მიმდინარეობს მუშაობა.
არსებული ინფორმაციით, ისინი ამ დროისთვის ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების საკითხის დაყენებას ქართული მხარე ერგნეთში, დღევანდელ მოლაპარაკებაზე აპირებს.