პროკურატურამ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება განახორციელა
საქართველოს პროკურატურამ სახალხო დამცველის ორ წინადადებაზე შესაბამისი რეაგირება განახორციელა . როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს მთავარ პროკურატურაში 5 ივნისს სახალხო დამცველის ორი წინადადება შევიდა, რომელზეც პროკურატურის მითითებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულებში დაიწყო გამოძიება.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება მოქალაქე ე.თ.-ს მიმართ შვილის მხრიდან განხორციელებული ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ნ.ქ.-ს და მისი არასრულწლოვანი შვილების მიმართ მეუღლის მხრიდან განხორციელებული ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. მითითებულ სისხლის სამართლის საქმეებზე ტარდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები“, -აცხადებენ პროკურატურაში.