სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოს კონსტიტუციით აღარ იქნება განსაზღვრული

სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული აღარ იქნება. როგორც დღეს გამართულ კონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, პარლამენტისა და მთავრობის პოლიტიკით განისაზღვრება, თუ როგორი უნდა იყოს გაწვევის სისტემა და იარსებებს თუ არა სავალდებულო გაწვევა. ”ეს კონსტიტუციის დონეზე აღარ იქნება მოწესრიგებული. შესაბამისად, მთავრობის და პარლამენტის გადასაწყვეტია, თუ როგორ ჩამოყალიბდება სამხედრო გაწვევის სისტემა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები