გეკა გელაძე თურქეთის რესპუბლიკის შს სამინისტროს სტამბოლის პოლიციის დირექტორატს ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე,  დელეგაციასთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის სტამბოლის პროვინციულ დირექტორატს ეწვია და ადგილზე გაეცნო დანაყოფის მუშაობას, საქმიანობის სფეროებსა და სპეციფიკას. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გეკა გელაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მასპინძელ მხარეს გულთბილი მიღებისა და გაზიარებული ინფორმაციისთვის.

„მან იმედი გამოთქვა, რომ მხარეთა საერთო ძალისხმევით, ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიურად წარიმართება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები