ალექსანდრე ჯეჯელავა: ჩვენი გუნდისთვის კახა კალაძე თბილისის მერობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია

ვიცე-პრემიერი და განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ კახა კალაძე თბილისის მერობისთვის ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა დღეს განუცხადა. მისივე თქმით, შესაბამისი კანდიდატის შერჩევა და მისი საზოგადოებისთვის წარდგენა უახლოეს მომავალში მოხდება.
”არჩევნები, თავისთავად, გულისხმობს ალტერნატივას. ჩვენი გუნდისთვის კახა კალაძე თბილისის მერობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია, თუმცა ჯერ პროცედურებია გასავლელი. პარტიამ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე და ამის შემდეგ წარადგინოს კანდიდატი, რაც უახლოეს მომავალში მოხდება. ჩემთვის კახა კალაძე მისაღები კანდიდატია”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები