გაბრიელ სალოსის ქუჩის მცხოვრებლებს გაზის მიწოდება შეუწყდებათ

დღეს, გაბრიელ სალოსის ქუჩის მცხოვრებლებს გაზის მიწოდება შეუწყდებათ. კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი ტექნიკური სამუშაოებია.
“5 ივნისს, 10:00 საათიდან, თბილისში, ისნის რაიონში, ბოგდან ხმელნიცკის (გაბრიელ სალოსი) ქუჩა №48-10-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება”, – აცხადებენ კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, გაზის მიწოდება 16:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღდგება.
“ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები