არჩილ თალაკვაძე: წინასაარჩევნო პროგრამაზე მუშაობა დავიწყეთ

“ქართული ოცნების” პარტიული შეხვედრა “შატო მუხრანში” დამთავრდა. შეხვედრაზე, რომელშიც პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობდნენ, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. როგორც საპარლამენტი უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მმართველმა გუნდმა წინასაარჩევნო პროგრამაზე მუშაობა დაიწყო.
საუბარი შეეხო ახალი კონსიტუციის საერთო-სახალხო განხილვებთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითებსაც. თალაკვაძის ინფორმაციით, ვენეციის კომისიის დასკვნის მიღების შემდეგ, კონსტიტუციის განხილვა პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არ დააკონკრეტა განიხილებოდა თუ არა შეხვედრაზე თბილისის მერობის კანდიდატის საკითხი, თუმცა განმარტა, რომ მერობის კანდიდატის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნიბილი.
მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამ დრომდე “შატო მუხრანში” არიან შეკრებილები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები