არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება აფგან მუხთარლის ინციდენტში არანაირი სახით არ იყო ჩართული

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება და საქართველო არანაირი სახით არ იყო ჩართული აფგან მუხთარლის ინციდენტში.
როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამის თქმის საფუძველს ის გარემოება აძლევს, რომ საქართველოში აზერბაიჯანის არაერთი მოქალაქე იმყოფება, თუმცა მათ პრობლემა არასდროს შექმნიათ.
”მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება და საქართველო არანაირი სახით არ იყო ჩართული ამ ინციდენტში. ამის მჯერა, რადგან საქართველოში აზერბაიჯანის ოპოზიციის არაერთი წარმომადგენელი უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს. ისინი გადაადგილდებიან, გადიან და შემოდიან ქვეყანაში. მათ არანაირი პრობლემები საქართველოში არ შექმნიათ”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები