გიორგი მარგველაშვილი ლონდონში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლონდონში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს. გიორგი მარგველაშვილი დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„შეძრწუნებული ვარ ლონდონში მომხდარი შემზარავი ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ბრიტანელ ხალხსა და ხელისუფლებას“, -აღნიშნავს პრეზიდენტი.
ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები