პრემიერი ლონდონში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლონდონში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
„ძალიან ვწუხვარ ლონდონში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების გამო, რომლებსაც კვლავ შეეწირნენ უდანაშაულო ადამიანები – დაღუპულია 6 და დაშავებულია ათობით ადამიანი. თანავუგრძნობ და ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს, ბრიტანელ ხალხსა და მთავრობას. ამ მძიმე წუთებში ჩვენ მათ გვერდით ვდაგავართ“, – აღნიშნავს გიორგი კვირიკაშვილი.
შეგახსენებთ, ლონდონში ტერორისტულ თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. ლიკვიდირებულია სამი თავდამსხმელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები