დეპუტატის მტკიცებით, საქართველო ავღანეთის მისიაში სამხედრო კონტიგენტს არ ამცირებს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარიე ირაკლი სესიაშვილი უარყოფს ინფორმაციას, იმასთან დაკქვშირებით, რომ საქართველო ავღანეთის მისიაში თავის სამხედრო კონტიგენტს ამცირებს.

მისი თქმით, ტელეკომპანია “რუსთავი 2” მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას პოლიტიკური კონტექსტი აქვს და არარეალურია.
ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, “ქართული ოცნების” ოპონენტებს “ნაცმოძრაობასა” და მასთან დაკავშირებულ იდელოგიურ ძალებს, სურთ, რომ საქართველო წარმოაჩინონ ისე, თითქოს ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირის გზას აცდენილია”.
“პოლიტიკური გადაწვეყტილება არ მიგვიღია, რომ ჩვენ კონტიგენტს სადმე ვამცირებთ. ეს ჩვეულებრივი პროცესია, როცა საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ნატოსთან, ჩვენს პარტნიორებთან მიმდინარეობს დიალოგი და აქ არის ჩვენი სამხედროების მომზადება-გადამზადების პროცესთან დაკავშირებული პარალელური პროგრამები. ჩვენ 2018 წელს ვიწყებთ საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის პროგრამას ამერიკელებთან ერთად, რომლის ფარგლებში ყველა ჩვენი სამხედრო მოსამსახურე გადამზადდება. აქ ავღანეთის მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების შემცირებასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ ეს ჩვეულებრივი პროცესია – რომელი კონტიგენტი როდის უნდა გადამზადდეს იმასთან იყოს თანხვედრაში. ერთადერთი, რაც შეიძლება ვიმემ გამიყენოს საბაბად და დაარქვას შემცირება, არის ის, რომ ჩვენ ჩვენი ჯარისკაცები გვჭირდება, რათა გადავამზადოთ არ გამორჩნენ იმ პროგრამას რაც 2018 წელს უკვე გაწერილია”, – განაცხადა სესიაშლმა.
“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ავღანეთში, მაზარი შარიფის ბაზაზე ქართული ასეულის შემცირების მოთხოვნით, საქართველოს თავდაცვის უწყებამ ბრიუსელს რამდენიმე კვირის წინ მიმართა. გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ქართული ასეულის შემცირებას ოცეულის დონეზე უშუალოდ ლევან იზორიას მოადგილე ლელა ჩიქოვანი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ნიკოლოზ ჯანჯღავა, ითხოვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები