დიმიტრი ხუნდაძე: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხების გამოძიება სწრაფად უნდა მოხდეს

პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე პრეზიდენტის განცხადებას  გამოეხმაურა.
მისი თქმით, ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს, თუმცა არა იმდენად სწრაფად, რომ საქმის წარმოება არასწორად წარიმართოს. როგორც მან განაცხადა, მსგავსი საკითხების შეფასება პოლიტიკოსის საქმე არც არის.
„არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხების გამოძიება სწრაფად უნდა მოხდეს, თუმცა არა იმდენად სწრაფად, რომ საქმის წარმოება არასწორად წარიმართოს და არაადეკვატური შედეგი დადგეს.
ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ და კონსტიტუციურ სახელმწიფოში და სამართლებრივ ჩარჩოებში მოქმედება სწორედ რომ, ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო იმიჯის საქმეა. ვფიქრობ, რომ მსგავსი საკითხების შეფასება პოლიტიკოსის საქმე არც არის. სამართალდამცავები და შესაბამისი ორგანოები არსებულ კითხვებს პასუხს იმ ვადებში გასცემენ, რაც ობიექტურ და სამართლიან გამოძიებას დასჭირდება. აღნიშნული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ნებისმიერი ადამიანის ინტერესებში შედის, პოლიტიკოსი იქნება თუ აპოლიტიკური პირი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თემაზე სახელმწიფო აუდიტის თანამშრომლებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები