ნოდარ კერესელიძე ENPARD-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრას დაესწრო

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის – ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის (ENPARD) მუდმივმოქმედი კომიტეტის რიგით მეთორმეტე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ENPARD-ის I და II ფაზები შეაჯამეს და ENPARD III-ის ფაზის განახლებული მატრიცა (შესასრულებელი ვალდებულებების ჩამონათვალი) განიხილეს. ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ გახსნა.
ნოდარ კერესელიძემ კომიტეტის წევრებს ,,სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ მიღებულ კანონთან დაკავშირებით და „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ ENPARD I-ის და ENPARD II-ის ფარგლებში შესრულებულ ვალდებულებებზე, მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და ევროკავშირსა და პარტნიორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის წარმოების, ასევე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების (LAG) მდგრადი განვითარების და ექსტენციის მნიშვნელობის საკითხებს.
შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ექსპერტი გარემოს დაცვის, სოფლის განვითარებისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში – ალვარო ორტეგა აპარისიო და ENPARD-ის კონსორციუმის წევრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები