ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

თბილისის მერის მოადგილემ, გიგა ნიკოლეიშვილმა და ვაკის გამგებელმა, ნოდარ ტურძელაძემ რაიონში მიმდინარე და დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის 16-25 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.
სკვერში უკვე დაიგო ახალი ფილები, მოეწყო საფუძველი საბავშვო ატრაქციონებისთვის. იგეგმება ასევე ახალი სკამების, სანაგვე ურნების, ფანჩატურის, საბავშვო ატრაქციონების დამონტაჟება. ტერიტორია გამწვანდება.
გარდა ამისა, ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის I კორპუსთან არსებულ სკვერში მიმდინარეობს სავარჯიშო ტრენაჟორების მოედნის მოწყობა. გადახურულ მოედანზე 10 ტრენაჟორი დამონტაჟდა. პოლიტკოვსკაიას 41-ში კი შიდა ეზოს გზის რეაბილიტაცია სრულდება – ასფალტის საფარი 2155 მ2 ფართობზე დაიგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები