სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება

კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა – წყალსადენის ქსელის 3 კმ. სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა. ასევე, წყალმომარაგების სტაბილურობისა და გაუმჯობესებისთვის კომპანიამ, 36 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დაამონტაჟა. შედეგად, აფრიკის დასახლების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო პროექტი ორ ეტაპიანია, ჯამში 4 კმ-ზე მეტი ქსელი იცვლება და 76 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღნიშნულ პროექტში 1 მლნ. ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.
ჭიჭინაძის ქუჩაზე, წყალსადენის ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ასფალტის ახალ საფარს დააგებს.
ახალ ქსელზე გადაერთების მიზნით, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 2 ივნისს, დღის 12:00 საათიდან, 3 ივნისის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში:
აფრიკის დასახლებას, ჭიჭინაძის ქუჩას და ჩიხებს, გუმათჰესის, ცისკარიშვილის, ენგურჰესის და ჯამბულ წურწუმიას ქუჩებს;
ბოჭორმის, ლუსინიანის, ბოდბის, ისნის და მიმდებარე ქუჩებს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს.
GWP | ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი(GWP) წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე. ის წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებას უწევს

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები